საკმარისია გავიგონოთ სიტყვა "წიგნი" და თვალწინ დაგვიდგება იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა", ან ჩამუხლული ბავშვივით, ან ბულბულით თავფურცელზე და გაჰყვება ფიქრი- ფიქრს.
გვახსენდება კერძო სკოლა "მილენიუმის" კედლებში გადადგმული ჩვენი პირველი ნაბიჯები ცოდნის კიბეზე. რამდენი დრო გავიდა, ჩვენ კი ახლა უკვე მეხუთე კლასში ვართ. ამ ხნის მანძილზე რამდენი ცოდნა დავაგროვეთ, როგორ გავიზარდეთ...
ჩვენ ძალიან გვინდა ყველასთვის მისაბაძი და სასახელო საქართველოს შვილები გავხდეთ, რადგან
"დედა-სამშობლო ჩვენგან კვლავაც სასწაულს ელის!
რუსთაველს ელის, კახაბერს ელის, ცოტნეს ელის და ქეთევანს ელის!..."